მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ვარლამ გოლეთიანი: გადავწყვიტეთ, დღეს გზა ფილარმონიასთან გადავკეტოთ

ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია განახლდა.

როგორც აქციის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეს გზის სავალ ნაწილს ფილარმონიასთან გადაკეტავენ.

„რაც შეეხება დღევანდელ გეგმას, ჩვენ ვაპირებთ, რუსთაველის გამზირის გავლით გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და იქ გადავკეტოთ სავალი ნაწილი. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რომელიც გვიდგას გვერდით და იცავს სახელმწიფოს ინტერესებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და გვაქვს დიდი იმედი, რომ იმის გაცნობიერება, თუ რა პროცესის მონაწილე ვართ, კიდევ და კიდევ დიდი იქნება“, - მიმართა აქციის მონაწილეებს გოლეთიანმა.


საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები