მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშინგტონმა ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს ნარკოტრეფიკინგის ბრალდებები წაუყენა

5e7ce3b06e19d
თამთა ჯიჯავაძე
26.03.20 21:16
845
აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და სხვა მაღალჩინოსნებს ნარკოტრეფიკინგის ბრალდებები წაუყენა. ამასთან, ვაშინგტონმა 15 მლნ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც მადუროს დაკავებისთვის საჭირო ნებისმიერ ინფორმაციას მიაწვდის მათ.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის არსებულ არასახარბიელო ურთიერთობას, კიდევ უფრო მეტად დაძაბავს. ვაშინგტონი მადუროს უკვე დიდი ხანია ადანაშულებს კორუფციასა და სასტიკი რეჟიმის ჩამოყალიბებაში. რასაც მადურო კატეგორიულად უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ი მხარს უჭერს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს, რომელმაც გასულ წელს თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები