მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის დროებითი სტაბილურობა მიღწეულია“ - მერი

6101190919d3c
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.21 12:47
1207
თბილისის მერის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის დროებითი სტაბილურობა მიღწეულია. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კახა კალაძის განმარატებით, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების მაჭავარიანის ქუჩაზე დღესაც გრძელდება და სამუშაოები სრულად აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

„მაჭავარიანის ქუჩაზე ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ფერდზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მნიშვნელოვანი მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

სპეციალური სისტემების საშუალებით დღემდე 24-საათიანი მონიტორინგის და ეფექტიანი საპრევენციო სამუშაოების შედეგად მიღწეულ იქნა მეწყრის დროებითი სტაბილურობა. ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში ფერდის გამაგრება, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ხორციელდება, სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთის კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მთლიანად დასრულდება, რის შემდეგაც მაჭავარიანის ქუჩის აღდგენა ყველანაირი უსაფრთხო ნორმების დაცვით ორმხრივ რეჟიმში იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები