უკრაინის ქალაქ ვასილკოვის მერის ნატალია ბალასინოვიჩის ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლების შემდეგ ვასილკოვი უკრაინის კონტროლის ქვეშ დარჩა.
ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" ტელეკომპანია „რადაზე“ დაყრდნობით წერს.
"ბრძოლები ახლა მთავრდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვასილკოვოში უკვე სიმშვიდეა და ძალიან საშინელი ღამე დასრულდა", - თქვა მერმა.
ვასილკოვოში ბრძოლები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არიან დაჭრილები და დაღუპულები.
გვიან ღამიდან ინტენსიური ბრძოლები იყო კიევის ქუჩებში. ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა.




























