მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვატიკანი კრიზისშია - კათოლიკების წმინდა ქალაქს გაკოტრება ემუქრება

5db68b9306042
მიხეილ ხაჩიძე
28.10.19 21:10
5429

იტალიელი გამომძიებელი ჟურნალისტის კვლევები აჩვენებს, რომ ვატიკანი ფინანსურ კრიზისშია. გაზეთ La Repubblica-მ გიალუიჯი ნუზის კვლევის ნაწყვეტი გამოაქვყენა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოს გაკოტრებაც კი ემუქრება.



"წმინდა კრახი" - ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გაზეთის ჰედლაინებში მოხვდა. ჟურნალისტი წერს, რომ ვატიკანის პერსონალის ხარჯები უკონტროლოდ გაიზარდა, ხოლო შემოსავალი შემცირდა. გლობალური შემოწირულობები ე.წ. Denarii Sancti Petri  გასულ წელს 51 მილიონ ევრომდე დაეცა. ჯერ კიდევ 2006 წელს კი, ის 101 მილიონს შეადგენდა.




სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ ვატიკანის უზარმაზარი უძრავი ქონება არაეფექტიანად არის გამოყენებული: "4000-ზე მეტი ობიექტიდან 800 ცარიელია. დანარჩენი უფასოდ არის გასხვისებული ან საბაზრო ღირებულებაზე 15%-ით ნაკლებად ქირავდება".



როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომის პაპის ფრანცისკეს ყველა მცდელობა შეცვალოს მენეჯმენტი კრახით სრულდება. ის 2013 წლიდან, მას შემდეგ რაც თანამდებობა დაიკავა, ვატიკანის ფინანსების მოწესრიგებას ცდილობს, მაგრამვერ ახერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები