მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვახტანგ ბუცხრიკიძე თიბისის 123 მილიონიან მოგებას აფასებს

60211ac08bd6d
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.21 15:13
1828
საქართველოში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2020 წლის ჯამური ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა. ირკვევა, რომ რვაჯერ შემცირდა სექტორის ჯამური მოგება. თუკი 2019 წელს 15 ბანკის მთლიანი მოგება 853 მილიონი ლარი იყო, 2020-ში სექტორის მთლიანმა მოგებამ 99 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთან 8 ბანკს მოგების ნაცვლად ზარალი აქვს. მათ შორის ყველაზე დიდი - 24.7 მილიონიანი ზარალი "ქართუ ბანკმა" განიცადა. ყველაზე მაღალი - 123 მილიონიანი წმინდა მოგება კი "თიბისი ბანკს" ჰქონდა.

BM.GE-ის კითხვაზე - როგორ შეძლო თიბისიმ ამ მაჩვენებელზე გასვლა, ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პასუხობს, რომ მცირედი მოგება, რაც საფინანსო ინსტიტუტს 2020 წელს ჰქონდა, თიბისის ტრანზაქციებით და აქტივობით არის განპირობებული.

„ეს არ იყო მატერიალური მოგება; შეიძლება ითქვას, რომ მცირედი მოგება დავაფიქსირეთ. საკმაოდ რთული წელი იყო არამარტო თიბისისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის, ყველა ბიზნესისთვის და განსაკუთრებით საბანკო სექტორისთვის. ეს მოგება არის არა საკრედიტო პორტფელით, არამედ ტრანზაქციებით და იმ აქტიურობით მიღწეული შედეგი, რომელიც თიბისი ბანკს გააჩნდა“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და დასძინა, რომ საბანკო სექტორის მოგება 2019 წლის მაჩვენებელს 2022 წელს დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები