მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზიანის აეროპორტმა მგზავრები 2029 წლიდან უნდა მიიღოს - საქართველოს მთავრობა

თვითმფრინავი

საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეეძლოს, ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.

ვაზიანის ახალი აეროპორტი ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდება და ის 500 ჰექტარის აერალს დაიკავებს. პროექტის გეგმის შემუშავებაში საქართველოს მთავრობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, ივნისში ADB-იმ გამოაცხადა ტენდერი ახალი აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გეგმის შემუშავების შემდეგ მთავრობა გეგმავს გამოაცხადოს საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა რის საფუძველზეც პროექტის ინვესტორს მოიძიებს. მთავრობის ინფორმაციით, პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები