მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზილ ჰუდაკი “საქართველოს განვითარების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს განვითარების ფონდი

ვაზილ ჰუდაკი საქართველოს განვითარების ფონდის (DFG) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. DFG-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჰუდაკი საბჭოს წევრობასთან ერთად ფონდის აუდიტის კომიტეტის წევრის თანამდებობას 2023 წლის სექტემბრიდან იკავებს.

DFG ანუ ყოფილი “საპარტნიორო ფონდი” მიმდინარე წლიდან განახლებული კანონის და ახალი მანდატის ფარგლებში ოპერირებს.

DFG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვაზილ ჰუდაკი 2021 წლიდან მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩევლის პოზიციაზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ის სხვადასხვა პერიოდში იყო ევროპის საბჭოს ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი, სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

“2016-2019 წლებში იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, სლოვაკური საკონსულტაციო ცენტრის GLOBSEC პროექტების მმართველი. 2021 წლიდან – ჩეხეთის ეროვნული განვითარების ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წევრი და ჩეხური საინვესტიციო ფონდის 4gimel სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

JPMorgan Chase Bank-ში (ლონდონი) იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საჯარო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით (2010-2012), ასევე იყო Citigroup-ის (პრაღა/ლონდონი) ვიცე-პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებში (2006-2010),”- ნათქვამია ვაზილ ჰუდაკის ბიოგრაფიაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები