მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვცდილობთ, შუშის ბოთლზე გადავიდეთ“ – „ეფეს საქართველოს“ ₾15 მლნ-ის ინვესტიცია წარმოებაში

6432c5b436e7e
ნანუკა ნარიმანიძე
10.04.23 08:35
1143
კომპანია „ეფეს საქართველომ“ 2022 წელს შუშის ბოთლების ჩამოსასხმელი ხაზის ამოქმედებისთვის 15 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გადაცემა #წერტილში კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა შუშის ბოთლების წარმოების დაწყების 2 მთავარი მიზეზი დაასახელა.

„ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა, პირველი ის არის, რომ მთელი ინდუსტრია შუშის ბოთლზე გადასვლას ვცდილობთ და ნაკლებად ვაწარმოოთ პლასტმასის, ე.წ. პეტის ბოთლები. ეს ერთი მხრივ, გარემოს დაცვისთვის კეთდება; ამ ინვესტიციის მეორე მთავარი მიზეზი გაზრდილი ექსპორტია, სადაც ძირითადი მოთხოვნა შუშისა და ალუმინის ბოთლებზეა და არა პლასტმასის ბოთლებზე“, - განაცხადა მან.

კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2022 წელი კომპანიისთვის და ინდუსტრიისთვის კარგი წელი იყო. მისივე თქმით, სრულად ინდუსტრია, ისევე როგორც "ეფეს საქართველო" 7-8%-ით გაიზარდა.

"შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურ ზრდას მივყვებით. პანდემიის დროს დაკარგული მდგომარეობა 2022 წელს სრულად დავიბრუნეთ. 2019 წლიდან სამი წლის განმავლობაში ჩვენი გეგმით გაწერილ ზრდას მივყვებით და ეს პრაქტიკულად მიღწეულია, ციფრებში ეს არის 125 მილიონი ლიტრის ბაზარი, რაც საქართველოში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია“, - აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2023 წელს “ეფეს საქართველოს” გაყიდვები მინიმუმ 10%-ით გაიზარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები