მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას - უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
#GeorgiaProtests: I stand with the Georgian media, who are disproportionately targeted and attacked while doing their job and reporting continuously
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 28, 2024
ცნობისთვის, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც. მათ საპოლიციო ძალები გაუსწორდნენ. მათ შორის არის "პუბლიკის" ჟურნალისტი, ლექსო ქეშელაშვილი. როგორც ცნობილია, ის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და სცემეს. ამასთან, "ტვ პირველის" ოპერატორს ძალოვანმა წიწაკის სპრეი სახეში შეასხეს.