ველი თქვენთან მომავალ თანამშრომლობას, - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას.
"ვულოცავ პრეზიდენტ მეცოლას ხელახალ არჩევას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე ევროპული არჩევანის მიმართ თქვენი თავდადებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისათვის. ველი თქვენთან მომავალ თანამშრომლობას!', - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.