მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ველინოს“ განახლებული სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცე 2025 წლიდან ამოქმედდება - ინვესტიცია ₾1.2 მლნ-ია

ველინო

მეღვინეობა „ველინოს“ სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცე 2025 წლიდან ამოქმედდება. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა, ბექა ჯიმშელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეღვინეობას სადეგუსტაციო სივრცე უკვე ჰქონდა, ახალი პროექტით ის მეტად გაფართოვდება. რაც შეეხება სარესტორნო სივრცეს, მათი აქცენტი ძირითადად ღვინო იქნება. ადგილზე მისულ სტუმარს "ველინოში" ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას გააცნობენ.

„წელს ყველა სამუშაო უნდა დასრულდეს და 2025 წელს სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცე ამოქმედდება. ამ პროექტის სრულად განხორციელებისათვის, ჯამში დაახლოებით 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს ჯიმშელაძე.

ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „ველინო“ საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში მდებარე ბიოწარმოებაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. მეღვინეობაში 7 სახის, წელიწადში 20 000 ბოთლი ღვინო იწარმოება, რომლის სრულად ექსპორტი მსოფლიოს 13 ქვეყანაში ხორციელდება.

ამ დრომდე, მეღვინეობაში ჯამში 1,5 მლნ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები