მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველით, რომ მომდევნო ორ კვარტალშიც იქნება FDI-ის ზრდა წინა წელთან შედარებით - გიორგი კაკაურიძე

ინვესტიცია საქართველოს რუკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ელის, რომ მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზრდება. ამის შესახებ მან BMG-ის FDI-ის სტატისტიკის და მოლოდინების შეფასებისას განუცხადა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული FDI-ის მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია. წლის პირველ ნახევარში კი საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

BMG დაინტერესდა, როგორია მოლოდინები და მათ შორის, არჩევნების ფონზე ინვესტორების მხრიდან შესაძლო სიფრთხილის გამო, ხომ არაა მოსალოდნელი რომ წლის დარჩენილ ნაწილში ინვესტიციები შემცირდება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მომდევნო ორ კვარტალში და 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელშიც ზრდა არის მოსალოდნელი. მისი თქმით, ქვეყანაში უარყოფითი გარემო რომ იყოს, მეორე კვარტალში ზრდა არ დაფიქსირდებოდა.

“არ ვფიქრობ, რომ წელს შემცირება გვექნება. პირველ კვარტალში კლება ძირითადად გამოიწვია იმან, რომ საკმაოდ დიდი მოცულობით სავალო ვალდებულებების გასტუმრება მოხდა. შესაბამისად, მეორე კვარტალში უკვე ზრდა დაფიქსირდა. თუ გარემო გარკვეულწილად უარყოფითი იყო, ზრდა არ დაფიქსირდებოდა. ამიტომ, ჩვენ ველოდებით, რომ მომდევნო ორ კვარტალშიც იქნება ზრდა წინა წელთან შედარებით. საბოლოო ჯამში, პირველი კვარტალის შემცირებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი ზუსტად რა თანხა იქნება, თუმცა ინვესტიციების მოცულობა იქნება გაზრდილი ცალსახად”, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები