მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას“ – Masdar-ი საქართველოში ინვესტირების შესახებ

masdaar

ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, მილანში, CAREC-ის სესიაზე ერთ–ერთი პანელისტი კომპანია Masdar–ი იყო, რომელიც რეგიონში განახლებადი ენერგიების პროექტებში ყველაზე მსხვილი ინვესტორია.

როგორც Masdar-ის ბიზნესის განვითარებისა და საინვესტიციო დირექტორმა მარიამ რაშიდ ალ მაზრუიამ განაცხადა, კომპანია 2020 წელს 20 გიგავატიდან წელს 52 გიგავატამდე გაიზარდა, 2030 წლისთვის კი 100 გიგავატის მიღწევას გეგმავს.

აზიისა და წყნარი ოკეანიის რეგიონში დღეს Masdar-ი წარმოდგენილია უზბეკეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.

„ვსაუბრობთ საქართველოსთანაც და ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას“ – აღნიშნა კომპანიის საინვესტიციო დირექტორმა CAREC-ის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

Masdar-ის გააქტიურება საქართველოსთან მიმართებით ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს უკავშირდება. შარშან დაახლოებით ამ დროს გავიგეთ, რომ პროექტის ფარგლებში აქციონერთა ხელშეკრულება გაფორმდა.

„საქართველოში მზის ენერგიის უმსხვილესი პროექტის რეალიზებისთვის Masdar-მა და GEDF-მა თანამშრომლობაში პროგრესს მიაღწიეს. მომავლის ენერგეტიკის მსოფლიო სამიტის ფარგლებში, რომელიც 16-18 აპრილს გაიმართა, მხარეებმა ხელი მოაწერეს აქციონერთა ხელშეკრულებას 100 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის ფოტოელექტროსადგურის მშენებლობაზე,” - წერდა შარშან, პირველ მაისს კომპანია.

შეთანხმების დოკუმენტი საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის გაცილებით ადრე – 2021 წელს გაფორმდა. კვლევისა და ადგილის შესწავლის გრძელვადიანი პროცესის გავლის შემდეგ 100 მგვტ. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის „მუბადალას“ წევრი კომპანია Masdar-ის ერთობლივი ძალისხმევით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში დაიგეგმა. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: 80 – 100 მლნ. აშშ დოლარია.

BMG-იმ კომპანიის საინვესტიციო დირექტორს პირისპირ ინტერვიუც შესთავაზა. ველოდებით პასუხს და მეტი დეტალით დაგიბრუნდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები