GREDA-ს წევრი კომპანიები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დიალოგს ითხოვენ.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.
„შეშფოთება გამოვხატეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საგარეო კურსის გადახვევას“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.
GREDA-ს „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რასაც ქვეყანაში მასობრივი და უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, პოზიცია ღიად, ჯერჯერობით, არ დაუფიქსირებია.
- ჩვენი [GREDA] წევრები არიან არამხოლოდ ქართული, არამედ უცხოური კომპანიები - ჩინური თუ სომხური... ჩვენ კონსტრუქციულ ჩარჩოში დავტოვეთ დიალოგი და ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი. ბიზნესასოციაცია იქმნება იმისთვის, რომ კონსტრუქციული იყოს და შედეგები მოუტანოს თავის წევრებს. შესაბამისად, პირდაპირ წერილით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს. ასოციაციის წევრებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ახლა [წერილის] გასაჯაროება მნიშვნელოვანია.
- რა მისწერეთ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ან რა პასუხი მიიღეთ?
- ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საგარეო კურსის გადახვევას. კონკრეტული მაგალითები მოვიყვანეთ და ვთხოვეთ, დიალოგი თუნდაც დახურულ ფორმატში, რათა ჩვენი გამოწვევები და გულის წუხილი გავუზიაროთ. ველოდებით პასუხს.
- როდის გაუგზავნეთ წერილი?
- წინა კვირას.