საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პარლამენტს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში-500 Global in Eurasia მონაწილეობას ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, ვენჩერულ საინვესტიციო ფონდმა 2024 წელს 18 ქართულ სტარტაპში 1.8 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო.
აღსანიშნია, რომ 2024 წლამდე ფონდდი 500 Georgia L.P.-ის სახელით პოზიციონირებდა, 2024 წლიდან კი მას 500 Global in Eurasia ეწოდა.
პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში განმარტებულია, რომ 500 Georgia L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდია, რომელიც დელავერის შტატში კომანდიტური საზოგადოების (Limited Partnership) ფორმითაა დაფუძნებული. აღნიშნული კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარს (General Partner) წარმოადგენს ასევე დელავერში დაფუძნებული 500 Global in Eurasia (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), ხოლო სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო კომანდიტური საზოგადოების კომანდიტს (Limited Partner) - ფონდის ინვესტორია.
500 Global in Eurasia დახურული საინვესტიციო ფონდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გააჩნია საქმიანობის კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული ვადა, რის გასვლის შემდგომაც ფონდი თვითლიკვიდირდება და ინვესტორებს უბრუნებს შესაბამის ამონაგებს. ფონდის ვადა შეადგენს 10 წელს. საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას წარმოადგენს დელავერში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია 500 Startups Management Company, L.L.C. ფონდში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პასუხისმგებლობა შეზღუდულია მხოლოდ მონაწილეობის თანხით.
„500 Global in Eurasia ვენჩურული საინვესტიციო ფონდის ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მთელმა ფონდმა ინვესტიცია განახორციელა 18 სტარტაპში 1.8 მლნ. ამერიკული დოლარის ოდენობით. დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა – 50% (9 სტარტაპი); სხვა ინდუსტრიები - 50% (9 სტარტაპი)“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Global in Eurasia -ის კაპიტალში მონაწილეობა განსაზღვრულია 5,000,000.00 აშშ დოლარით არის განსაზღვრული, რაც მოიცავს აგრეთვე ფონდის საკომისიოსა და სხვა ხარჯებს. თავად ფონდის ჯამურ სამიზნე ზომას წარმოადგენს 20,000,000.00 აშშ დოლარი.
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სტარტაპ აქსელერატორთან 500 Global-თან და საქართველოს ბანკი ბიზნესი • Bank of Georgia Business-თან ერთად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიოში წამყვან აქსელერაციის პროგრამა - 500 Global in Eurasia -ს პარტნიორია.




























