მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას 100 ადამიანი ემსხვერპლა - ვენესუელას შს მინისტრი

ვენესუელა

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელოს განცხადებით, გასულ შაბათს აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ხელისუფლებას ჩამოაშორეს, 100 ადამიანი ემსხვერპლა.

აქამდე კარაკასს დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია, თუმცა ქვეყნის არმიამ 23 გარდაცვლილი სამხედროს სია გამოაქვეყნა. ვენესუელელი მაღალჩინოსნების მტკიცებით, მადუროს უსაფრთხოების სამსახურის დიდი ნაწილი „ცივსისხლიანად დახოცეს“. კუბის მხარე კი აცხადებს, რომ დაღუპულებს შორის არიან ვენესუელაში მყოფი კუბის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებიც.

სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოსვლისას კაბელომ აღნიშნა, რომ რეიდის დროს დაშავდნენ თავად ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი. მინისტრის თქმით, დაკავებულ ფლორესს თავის არეში აქვს დაზიანება მიყენებული, მადუროს კი ფეხზე.

კაბელომ, რომელმაც სამხედროებს „გაბედულები“ უწოდა, დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები