მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენიდან ბრიუსელის მიმართულებით მატარებლები დაინიშნება

5d9c7643a6403
მიხეილ ხაჩიძე
09.10.19 01:00
1110
ავსტრიის კრინიგზა (ÖBB) სარკინიგზო მიმოსვლას აფართოებს. ÖBB ვენიდან ბრიუსელის მიმართულებით, პირველ პირდაპირ რეისებს 2020 წლის იანვრიდან დანიშნავს.


როგორც ავსტრიული მედია იუწყება, ვენა-ბრიუსელის რეისები ღამით შესრულდება. როგორც Wiener Zeitung-ს ÖBB- ის აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, 1 წელიწადში მატარებელი ბრიუსელის გარდა, ამსტერდამშიც დაინიშნება.


ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ავსტრიის რკინიგზა 2030 წლისთვის CO2-ის მინიმალურ ზღვრამდე შემცირებას გეგმავს,  რისთვისაც დიდი ოდენობით ინვესტიცია განხორციელდება. საჭირო იქნება 10,000 ახალი თანამშრომელი, მათ შორის მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და ელექტრონიკის ექსპერტები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები