მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Veon-მა რუსეთიდან გამოსვლის პროცესი დაასრულა

რუსეთი

ნიდერლანდების ტელეკომ ოპერატორი Veon აცხადებს, რომ რუსეთიდან გამოსვლის პროცესი დაასრულა. 

მას შემდეგ რაც სანქციების გამო დასავლურმა კომპანიებმა რუსეთის დატოვება დაიწყეს, კრემლმა საერთაშორისო კომპანიებს წესები გაურთულა, რათა გასვლის პროცესი უფრო ხანგრძლივი და რთული ყოფილიყო. 

Veon-მა რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში განაცხადა და თქვა, რომ Vimpelcom-ის გაყიდვას 1.28 მილიარდ დოლარად გეგმავდა. გასულ თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ფასსა და დაანონსებულ ფასს შორის დიდი ცვლილება არ არის. Veon-ი რუსეთში Beeline-ის ბრენდით ოპერირებდა. ის ასევე წარმოდგენილია ყაზახეთსა [Beeline-ის ბრენდით] და უკრაინაში [Kyivstar-ის ბრენდით]. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები