მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ გამახსენებთ ქართველი თანამდებობის პირისგან აშშ-ის ელჩზე თავდასხმის ფაქტს - კობახიძე

62d9871631723
თამთა ჯიჯავაძე
21.07.22 21:02
720
„თქვენ ვერ გამახსენებთ ვერცერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის გუშინდელ განცხადებას, რომელიც ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

„ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ: თქვენ ვერ გამახსენებთ ვერცერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან ორ თემაზე. პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს დებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ელჩის სახელით ზეწოლაზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე დაისვას კითხვები და ვერავითარ შემთხვევაში ეს ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოლეგის, პარლამენტარ მიშა ყაველაშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე კითხვა. ერთია ის, რამდენად შეგვიძლია ჩავერთოთ ჩვენ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როდესაც ეს საკითხები ხდება საჯარო დისკუსიის ნაწილი - მაგალითად, რამდენად ემიჯნება თუ არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. როდესაც მარტივი შეკითხვა ისმის და ელჩს შეუძლია მარტივი პასუხი გაცემა და ამით წერტილის დასმა, და ასე არ კეთდება, სამწუხაროდ, ეს ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თავდასხმა. როდესაც ელჩი პასუხებს არ სცემს შეკითხვებს, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად უღრმავდება ეჭვები და ეს კიდევ უფრო საშიშია… იგივე ეხება შეკითხვას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. როდესაც კითხვა დაისმება იმაზე, შეხვდა თუ არა ელჩი ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს, აქაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პასუხის მოსმენა, თუმცა ეს დღეს ვერ მოვისმინეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც, „მაგალითად უცხოელი პოლიტიკოსების უსამართლო კრიტიკა უნდა შეფასდეს კრიტიკად და ჩვენი არგუმენტირებული შეკითხვებიც კი, ფასდება როგორც თავდასხმა, რაც არ არის სამართლიანი“. როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და ამავდროულად არგუმენტირებულ შეკითხვას ვუწოდოთ თავდასხმა.

კელი დეგნანს და მის გუნდს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს - სახელმწიფო დეპარტამენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები