საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირის წევრობითვის, რომ ეკონომიკური ინტერესები დაიცვას. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას შეეხებოდა.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის და დღეს ბლოკში გაწევრიანება ქვეყანას უფრო მეტ ეკონომიკურ ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს
"ევროკავშირში გაწევრიანება და მისი წევრობა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სხვა ქვეყნების მაგალითები, მაგალითად 2004 წლის დიდი გაფართოება, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული სამი ქვეყანაც გაერთიანდა. ეს პროცესი გაიარა ყველა ქვეყანამ, ვინც გახდა ევროკავშირის წევრი. საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ შეძლოს დაიცვას საკუთარი ინტერესები მათ შორის ეკონომიკური ინტერესები და არ მოხდეს უარყოფითი გავლენა სხვადასხვა სფეროზე. აბსოლუტურად სპეკულაციური განმარტებაა იმ განცხადების, რაც პაპუაშვილმა თქვა. თავად ევროკავშირი ყოველთვის გვეუბნებოდა რომ უნდა მართოთ საზოგადოების მოლოდინები. მე დღეს ვერ გეტყვით რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ ხდება ევროკავშირის წევრი, ამისთვის არც ევროკავშირია მზად და არც საქართველო", - ამბობს ბოჭორიშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ ევროკავშირის წევრობა ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას გამოიწვევს, ეკონომიკურად კი საქართველოში ღვინის სექტორს დააზიანებს.