მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვერაფერს და არაფერს ველი ახალი პრემიერისგან... გვჭირდება რეფორმატორების გუნდი“

602fb8820ea51
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.21 17:24
2422
საქართველო-ევროკაშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელის სანდრო ჭუმბურიძის შეფასებით, საქართველოს ახლა რეფორმატორების გუნდი ესაჭიროება, რათა არსებულ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს. გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას ის ამბობს, რომ ახალი პრემიერისგან (ირაკლი ღარიბაშვილისგან) არაფერს ელის, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯებია გადასადგმელი.

„ვერაფერს და არაფერს ველოდები ახალი პრემიერისგან, რადგან ჩვენ გვჭირდება რეფორმატორების გუნდი. არ აქვს მნიშვნელობა ვისი მთავრობა იქნება ეს - ოპოზიციურ-კოალიციური თუ "ოცნების", გვინდა, რეფორმატორების გუნდი და არა ის ადამიანები, ვინც თავის თამაშს თამაშობენ და თავის პირადი ინტერესების დაცვით არიან დაკავებულები“, - ამბობს EUGBC-ის ხელმძღვანელი.

წამყვანის კითხვას - სჭირდება თუ არა ბიზნესს დღეს ვადამდელი არჩევნები, სანდრო ჭუმბურიძე ასე პასუხობს: „დღეს წარდგენილი ახალი პრემიერის მხრიდან ყველაზე კარგი ინიციატივა იქნება თუკი შედგება დიალოგი. თუ ეს იქნება კანონის აღსრულება და კანონის აღსრულება უზენაესია, მაგრამ თუ კანონის აღსრულებაა, მაშინ ყველგან და ყველა სფეროში უნდა აღვასრულოთ კანონი, მარტო ცალ მხარეს არ უნდა იყოს ეს მიმართული. დასხდნენ და დაილაპარაკონ, რა შეიძლება გაკეთდეს.

ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი. ჩვენი მოწყობის ქვეყნისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით, როცა ძალიან მყიფეა ეკონომიკური მდგომარეობა, კატასტროფულად მძიმეა, როდესაც ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკური კრიზისი ერთვის“, - განმარტავს სანდრო ჭუმბურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები