მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვერაფერს დაგიდასტურებთ" - ირაკლი ბურჭულაძის თქმით, საპენსიო ფონდში არ გადასულა და MTA-ში რჩება

ირაკლი ბურჭულაძე

მთის ტრასების სააგენტოს [MTA] დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე უარყოფს „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ის MTA-ს ტოვებს და სამუშაოდ საპენსიო ფონდში გადადის.

ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა, თუმცა მკაფიოდ არ უარყო, რომ საპენსიო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ შემოთავაზება მიიღო.

ირაკლი ბურჭულაძე [მთის] ბიზნესს არ გვხვდება. ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში გადადის - მირანდა ესაკია

- ვერ დავადასტურებ, იყო თუ არ იყო შემოთავაზებები. შემოთავაზებები ყოველთვის მქონია, არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც, თუმცა, ჯერჯერობით აქ [MTA] ვარ, ვრჩები და აქტიურად ვაგრძელებ მუშაობას... საკმაოდ გამოცდილი კარიერა მაქვს და, ასე ვთქვათ, შეიძლება სადღაც ვიღაცას დავჭირდე, თუმცა [ახლა] ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები და თუ გადავალ სადმე, ისიც ალბათ მნიშვნელოვანი საქმე იქნება...

- მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებლების ინფორმაციით, თქვენი მოადგილე აღარაა თამაზ გამცემლიძე. ადასტურებთ MTA-დან მის წასვლას?

- დიახ. ის წავიდა. [თამაზ გამცემლიძემ] 25 სექტემბერს დატოვა მთის ტრასების სააგენტო. მის გეგმებზე ვერ ვისაუბრებ.

BMG-თან საუბრისას მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ასევე უარყო „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებლის მირანდა ესაკიას ბრალდებები იმის თაობაზე, რომ MTA-ის მენეჯმენტი ბიზნესთან კომუნიკაციას გაურბის და მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის მზადება ამ დრომდე არ დაწყებულა. ირაკლი ბურჭულაძე ირწმუნება, რომ ზამთრის სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებშიც უშუალოდ არის ჩართული. ამასთან, MTA-ის დირექტორი არ უარყოფს, რომ მთის კურორტებზე გამოწვევებია, მაგრამ ზოგადად, საქართველოს ზამთრის კურორტების ყველაზე დიდ გამოწვევად უთოვლობას მიიჩნევს.

"შეიძლება, წელს საერთოდ ვერ გაიხსნას მთის კურორტები" - მთის ბიზნესი ყურადღებას მოითხოვს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები