მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტურიზმის გადასახადი ტურისტების რიცხვზე ნეგატიურად აისახება - გიორგობიანი

usaid

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმის გადასახადის/მოსაკრებლის შემოღება ტურისტების რაოდენობაზე ნეგატიურად აისახება.

"ვერ ვხედავ მსგავს რისკს და ვერც ვერავინ დამარწმუნებს... არანაირი საზომით არ შეიძლება ამ თანხამ ნეგატიური გავლენა იქონიოს ტურისტის გადაწყვეტილებაზე - წამოვიდეს თუ არა საქართველოში სამოგზაუროდ“, - თქვა გიორგი გიორგობიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.

1 ტურისტი - 1 ღამე - 1 ლარი - ეს არის თანხა, რომლის გადახდაც, შესაძლოა, საქართველოში მოგზაურობისას უცხოელ ტურისტებს მოუწიოთ, თუ ქვეყანაში ტურიზმის ადგილობრივი გადასახადი დაწესდება.

"ტურიზმის ადგილობრივი მოსაკრებლის დანერგვა საქართველოში - რეგულირების ზეგავლენის შეფასება“ (RIA) - ასე ჰქვია 146-გვერდიან დოკუმენტს, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა.

RIA პასუხობს ისეთ კითხვებს, როგორიცაა - რა პრობლემა უნდა გადაჭრას ტურისტულ ქალაქებში ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესებამ. როგორ უნდა მოხდეს ამ მოსაკრებლის ადმინისტრირება ანუ ვინ უნდა აკრიფოს ეს გადასახადი და ვისგან - მხოლოდ უცხოელი ტურისტებისგან თუ ასევე ადგილორივებისგან და როგორი პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესებას მოსახლეობაზე, ტურისტების რაოდენობაზე, შესაბამისად, ტურიზმის ბიზნესსა და ჯამურად, ეკონომიკაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები