მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის მეტი ცოდნა და ნაკლები სიზარმაცე სჭირდება - შალვა ფიფია

6466305c3c260
თელარა გელანტია
18.05.23 23:00
757
USAID-ის $24-მილიონიანი „ძლიერი სოფლის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილის და საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის შალვა ფიფიას აზრით, საქართველოს განვითარებისთვის მეტი ცოდნა და ნაკლები სიზარმაცე სჭირდება.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„ამ ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას უცოდინრობას და არაპროფესიონალიზმს და ჩემი აზრით, გვეშველება. სხვანაირად გაგვიჭირდება“, - აღნიშნა შალვა ფიფიამ.

გადაცემის წამყვანმა 2013-2014 სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს ასევე ჰკითხა - "რა შეიცვალა ბოლო 10 წელიწადში საქართველოში და ადგას თუ არა სოფლის მეურნეობა ინდუსტრიალიზაციის გზას".

შალვა ფიფიას შეფასებით, იმ მიმართულებით, სადაც ინდუსტრიალიზაციის პოტენციალია, შედეგი უკვე ჩანს.

„თუ 10 წლის წინ 740 მლნ დოლარი დეფიციტი, ახლა 200 მლნ დოლარზე ნაკლებია ანუ დაახლოებით, მილიარდ დოლარზე ავიდა ჩვენი აგროექსპორტის ღირებულება. რის ხარჯზე გაიზარდა? - პირველადი წარმოება კი, გაიზარდა, მაგრამ დიდად არა, თუმცა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პროდუქციის გადამუშავება. ამდენად 10 წლის წინ თუ გვქონდა სრულად არანორმალური სიტუაცია, როცა პირველადი წარმოება იყო ორჯერ მეტი, ვიდრე გადამუშავებული პროდუქცია, დღეს ეს სიტუაცია შეტრიალებულია, რაც კარგია.

რაც შეეხება კითხვას - ინდუსტრიალიზაცია ხდება თუ - არა, გეტყვით, რომ კონკრეტული მიმართულებებით ნამდვილად ხდება. მაგალითად, კაკლოვანი კულტურების (კაკალი, ნუში) ნაწილში ვხედავთ დიდ ინვესტიციებს. გაშენდა 20-30 ჰექტრიანი კაკლის ბაღები თანამედროვე ტექნოლოგიებით და შესაბამისად, მაღალმოსავლიანი. ინდუსტრიალიზაციის კარგი მაგალითია მოცვიც - ბევრი ადამიანი ვიცი, რომელმაც სხვა ბიზნესში იშოვა ფული და მოცვი გააშენა;

თუმცა ყველა მიმართულებაში ინდუსტრიალოზაცია არ გამოვა. ზოგიერთი მიმართულებით ჩანაცვლება დაგვჭირდება. მაგალითად, მანდარინის კულტურაზე რომ ვისაუბროთ, ის რეალობა რაც გვაქვს დღეს აჭარაში, ძალიან რთული, ვინაიდან ჩვენთან მოსავალი გვიან მოდის და სეზონი ძალიან მოკლეა. ამ დროს კი, როცა სამიზნე ბაზრებზე სხვა ქვეყნების მოსავალია შესული, შესაბამისად, ბაზარზე ფასებს ჩვენი პროდუქცია ვერ ადგენს და იმ წესებს უნდა მოერგო, რაც არის“, - განმარტა შალვა ფიფიამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები