ფარმაცევტულმა კომპანია Vertex-მა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობაზე სპეციალიზებული Crinetics-ის $10 მილიარდად შესყიდვის შესახებ განაცხადა, რამაც ამ სტარტაპის აქციების შეფასება თითქმის 100%-ით გაზარდა.
შეთანხმების მიხედვით, ერთი აქციის ღირებულება ნაღდი ანგარიშსწორებით $85-ით განისაზღვრა, რაც ორშაბათის სესიის დახურვის მაჩვენებელთან შედარებით 100%-იან პრემიას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ გარიგება, რომელიც მარეგულირებლებისა და აქციონერების თანხმობის საფუძველზე მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიხურება, Vertex-ის პორტფელს გააძლიერებს და სამომავლოდ ყოველწლიურ შემოსავალს დაახლოებით $5 მილიარდით გაზრდის.
კომპანია Crinetics-ის ძირითადი პროდუქტია აკრომეგალიის სამკურნალო მედიკამენტი "პალსონიფი", ამასთან, კომპანიას კვლევის მესამე ფაზაში აქვს მეორე პრეპარატი, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის მკურნალობას ისახავს მიზნად.




























