ევროკომისიის გენერალური დირექტორის სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა იმაზე, თუ რა სჭირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. ამის შესახებ ის X-ის თავის გვერდზე წერს.
"გულწრფელი საუბარი მქონდა პრემიერ კობახიძესთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ევროკავშირის შეშფოთებასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა სჭირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.
ევროკავშირი რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს საქართველოში არსებულ ძალისხმევას, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირისკენ მისწრაფებებს", - წერს კოოპმანი.