მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

მან X-ზე დაწერა, რომ ამ კრიზისში ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია და ეთანხმება მას, რომ ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.

"კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. მე მას ვეთანხმები - საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს",- დაწერა უილსონმა.

კონგრესმენის ამ განცხადებას X-ზე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა და ჯო უილსონს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა, რომ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის ურყევ ნებასა და სწრაფვას აღადგინონ ევროატლანტიკური გზა ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური და დემოკრატიული გამოსავლით: ახალი არჩევნებით!“, - დაწერა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები