მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეტო დაიძლევა, ქართული კანონი მიღებული იქნება, ხოლო გამჭვირვალობა - უზრუნველყოფილი - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

"ვეტო დაიძლევა, ქართული კანონი მიღებული იქნება, ხოლო გამჭვირვალობა - უზრუნველყოფილი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხიც და მსოფლიო საზოგადოებაც დაინახავს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საფუძველი და საქართველო არის სუვერენული ქვეყანა.

კითხვაზე, რას გეგმავს „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკის დახმარება გადაიხედება, ქადაგიშვილი პასუხობს: “არ გადაიხედება, ამერიკის დახმარება სხვა სფეროებს მოიცავს, პირდაპირ სოციალურ საკითხებზე არ არის დამოკიდებული და საერთოდ, არაფერი გადაიხედება იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ არა ორმაგი სტანდარტების მქონე ქვეყანა“.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "რუსულ კანონზე" საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები