მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობ, ამ ეტაპზე უნდა ვიყოთ მშვიდები, ზედმეტი ემოციების გარეშე - ლექსო ალექსიშვილი უკრაინაზე

6210d0bb53e57
ინგა მურუსიძე
19.02.22 17:32
1590
არსებულ სიტუაციაში მე მგონია, რომ უნდა ვიყოთ ძალიან გააზრებულები და მშვიდები, ზედმეტი ემოციების გარეშე, - ამის შესახებ PMCG-ს წარმომადგენელმა, ლექსო ალექსიშვილმა "ანალიტიკას" ეთერში უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

თუმცა ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ჰქონდეს მზა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, შეუერთდება თუ არა სანქციებს, რომელსაც, სავარაუდოდ, დასავლეთი რუსეთს დაუწესებს.

„არ ვიცით რა იქნება ფორმა სანქციების, რა სანქციები იქნება. წინასწარ იმის თქმა, რომ აუცილებლად შევუერთდებით ამ სანქციებს, იქნებოდა მიამიტური, მხოლოდ ემოციაზე დაყრდნობილი პოზიცია და მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი იქნება თუ ვიქნებით მშვიდად, გადაწყვეტილებებს კი მივიღებთ იმის მიხედვით, რა იქნება პრაგმატული მოქმედება საქართველოსთვის. რისთვის ვართ მზად და რისთვის - არა. ძალიან რთული ვითარებაა, რამაც შეიძლება რაღაცა პროცესში დაგვაზარალოს. ბუნებრივია, თუ ომია, შევდივართ ომში, მაგრამ ამისთვისაც მომზადებული უნდა იყო და იცოდე შენი შესაძლებლობების ზღვარი“, - აღნიშნა ალექსიშვილმა.

კითხვაზე, საქართველო რისთვის უნდა იყოს მზად? - ალექსიშვილი რუსეთთან არსებული ეკონომიკური ვითარების მიმოხილვით პასუხობს.

„ჩვენი იმპორტის 10 და ექსპორტის 14% მოდის რუსეთზე, რაც თავისი ბუნებით დაბალი მაჩვენებელი არ არის. ახლა საუბარი იმაზე, რომ არხი შეგვიწყდება და მარტივად გადავამისამართებთ ექსპორტს და დივერსიფიცირებას გავუკეთებთ იმპორტს - ასე არ არის და მარტივი არ იქნება. მეორე საკითხი არის ტურიზმი, რომელიც ისედაც განიცდის კრიზისს და ამ ფონზე შეიძლება რუსეთი მნიშვნელოვანი არც იყოს, მაგრამ თუ დავაკვირდებით მეორე მნიშვნელოვან საკითხს, რაც არის რემიტენსები, ჩამორიცხვები - ეს მნიშვნელოვანი საკითხია, შეიძლება ამან ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ, ცალსახაა, რომ უკრაინა არის ჩვენი პარტნიორი - ეს ფაქტია და ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი და ეს იცის საქართველოს მოსახლეობამ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები