მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, ასეთი უხვი ნალექის პირობებში, შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება ძალიან სწრაფად შეძლეს" - ოთარ შამუგია

გარემოს დაცვა

"მე ვფიქრობ, რომ ასეთი უხვი ნალექის პირობებში საკმაოდ აქტიურად და სწრაფად შეძლებს შესაბამისმა სამსახურებმა, რომ ქალაქში გადაადგილება შესაძლებელი გამხდარიყო", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე ცნობით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წინა დღითაც გაავრცელა პროგნოზი, რომ მოსალოდნელი იყო უხვი ნალექი. ძალიან მოკლე დროში, თბილისის ზოგიერთ უბანში მოვიდა 113 მილიმეტრის ნალექი, რაც ორჯერ აღემატებოდა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები