მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობ, ბიუჯეტი პიარ-აქცენტებზე იქნება გათვლილი“ - რა კითხვები აქვთ ლევან კობერიძეს?

5eddfd616c1e1
ინგა მურუსიძე
08.06.20 12:58
600
"ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან საუბრის შედეგად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ არსებობს" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ბიუჯეტის პროექტის შეცვლის დაგვიანებას პარლამენტში. დეპუტატი ამბობს, რომ მას 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე არაერთი კითხვა აქვს.

„ყველაზე მთავარი, რაც მე ბიუჯეტთან დაკავშირებით მაქვს, ეს არის შემდეგი - რამდენად ასახავს ეს ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის ხედვას და გეგმას? სამწუხაროა, რომ როცა ნათია თურნავას დახურული კომიტეტის სხდომაზე ვესაუბრე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არანაირი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, ბიუჯეტში ვერ იქნება რაიმე გეგმის ასახვა და უფრო მეტად პიარ-აქცენტებზე იქნება  ყურადღება გამახვილებული, თუ რამდენად იკლებენ ხარჯებს საბიუჯეტო ორგანიზაციების თვალსაზრისით და მთელი ბიუჯეტი ძირითადად გამოყენებულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მიზნებისთვის. თავისი ფულით მოსყიდვას არ ერიდებოდნენ და ახლა უკვე როგორც ჩანს, ამას აპირებენ საბიუჯეტო თახებით, იქ არის რამდენიმე დადებითი მომენტიც და ამას მაშინ ვნახავთ, როცა წარმოადგენენ. ასევე, მეორე მთავარი კითხვა იქნება - ის თანხები, რაც უკვე გახარჯულია, ჯდება თუ არა მთავრობის სარეზერვო ფონდის ოდენობაში, რადგან თანხების ხარჯვა მიმდინარეობს ყოველგვარი დადგენილებების გარეშე, სამთავრობო ან პარლამენტის ავტორიზაციის გარეშე და ეს არის უკანონო, თუკი აცდენები იქნება სამთავრობო სარეზერვო ფონდიდან, მაშინ აქ უკვე სერიოზული კითხვები გაჩნდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები