კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელი, მოჰამედ ალი ალაბარი ამბობს, რომ აჭარასა და თბილისში პროექტებზე მუშაობას 6-9 თვეში დაიწყებენ.
"ვფიქრობ, 6-9 თვეში დავიწყებთ სამუშაოებს. რაც შეეხება ინვესტიციას, ის 6.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. გვჯერა, რომ ეკონომიკაზე მისი გავლენა 15 მილიარდამდე გაიზრდება. დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. როგორც წესი, ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე, ალბათ, სხვა კომპანიების უმეტესობაში", - აცხადებს მოჰამედ ალი ალაბარი.
დღეს, 21 ოქტომბერს, Eagle Hills-მა თბილისში საპრეზენტაციო ცენტრი გახსნა, სადაც 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის პროექტები - “Tbilisi Waterfront” და “Gonio Yachts & Marina”-ა წარმოდგენილი.




























