მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობთ, წლის ბოლოს სრულად მოვიცვათ მსოფლიოში აპრობირებული სერვისები” - ილია ღუდუშაური DRG-ზე

ილია ღუდუშაური

„ვფიქრობთ, წლის ბოლოს სრულად მოვიცვათ მსოფლიოში აპრობირებული სერვისები”, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა DRG მოდელზე საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დაფინანსების ახალი სისტემა, მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას შეეხება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს, რომ DRG სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობის დაცულობის ზრდა. ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო სერვისების დაფინანსების ნაწილში, მოსახლეობის დანახარჯები მაქსიმალურად შემცირდეს. დაფინანსების DRG მოდელის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, ნახევარ მილიონამდე სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული.

დაფინანსების DRG-მოდელი 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები