მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობთ, უძრავ ქონებაზე 5-7 წელი ეს ბუმი გაგრძელდება“ – „ციტადელი“

სიტადელი

კომპანია „ციტადელში“ ფიქრობენ, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა მომდევნო 5-7 წლიან პერიოდში კიდევ გაიზრდება, რაც სარემონტო-სამშენებლო პროდუქციაზე აისახება. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ლევან გახელაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ უძრავი ქონების კვირეულზე BMG-თან საუბრისას განაცხადა, მოთხოვნა მათ ყველა ტიპის პროდუქციაზე ყოველ კვარტალურად იზრდება.

„კავკასუს ბილდში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ წელს ვერთვებით სხვადასხვა სტენდებით და მიმართულებებით, წელს 9 სტენდით ვიყავით წარმოდგენილები შიდა და გარე სივრცეში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5-7 წელი ეს ბუმი გაგრძელდება. წინა წელთან შედარებით წლის პირველ კვარტალში, რომელიც ყოველთვის სუსტი კვარტალია, ძალიან კარგად დაიწყო, დიდი ნამატია ყველა მიმართულებით. მოთხოვნა მზარდია და ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენაც შეგვიწყობს ხელს უფრო ახლოს გავიცნოთ მომხმარებელიც და სექტორიც.“ - განაცხადა გახელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები