მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "ცრუ ინფორმაცია" უპასუხოდ არ დარჩეს.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, BBC-ის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ, როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები