მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვგეგმავთ საზღვრებს გარეთ გასვლას“ – ტანსაცმლის ბრენდი Mint Atelier-ი

64536fca74f12
ნანუკა ნარიმანიძე
04.05.23 16:00
486
ქალისა და ბავშვის ტანსაცმლის ბრენდი Mint Ateleir გაფართოებას და საზღვრებს გარეთ გასვლას გეგმავს. ამის შესახებ ატელიეს დამფუძნებლებმა ნინა ექსეულიძემ და თეა რთველიაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრეს.

„ძალიან ხშირად შემოგვდის ონლაინ შეკვეთები ამერიკიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და ისრაელიდან, გვინდა, რომ, არა მხოლოდ ონლაინ, არამედ შოურუმით გავიდეთ საზღვრებს გარეთ, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ კოლექციაზე იაპონიის ბრენდთან კოლაბორაციაში, ეს საკმაოდ დიდი პროექტია, ორივე ქვეყნიდან ვართ ჩართულები, პროექტი იაპონიაში შედგება, მომხმარებელს სხვა დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ“, - განმარტა ნინა ექსეულიძემ.

ამჟამად, საქართველოში ბრენდის ტანსაცმლის შეძენა არა მხოლოდ ონლაინ, არამედ შოურუმშიცაა შესაძლებელი, რომელიც პეკინის ქუჩაზე მდებარეობს. თანადამფუძნებლის თქმით, სამომავლოდ შოურუმების საქართველოს სხვა ქალაქებში გახსნაც იგეგმება.

„ვინაიდან მოთხოვნა ჩვენს პროდუქტზე ყოველდღიურად იზრდება და კადრები გვესაჭიროება, ვცდილობთ კვალიფიციური მუშახელი მოვძებნოთ, ძალიან გვინდა სამომავლოდ ბათუმში შოურუმის გახსნა, რაც რა თქმა უნდა, დამოკიდებულია კადრებზე“, - აღნიშნა თანადამფუძნებელმა.

თეა რთველიაშვილის თქმით, ბრენდი აქამდე მხოლოდ ქალისა და ბავშვის ტანსაცმელს ქმნიდა, ახლა კი მხოლოდ ქალების ტანსაცმელზეა ორიენტირებული, - "არ გვაქვს სერიული წარმოება, ჩვენ ექსკლუზიურ მოდელებს ვქმნით, თუ საჭირო რაოდენობის მუშახელს მოვიძიებთ, გეგმებშია სერიული წარმოების დამატებაც“.

ცნობისთვის, Mint Ateleir პანდემიის მეორე ტალღის დროს, 2019 წელს დაფუძნდა, ბრენდი ამ ეტაპზე 4 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები