რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას გმობს. მან ამის შესახებ X-ზე დაწერა.
"ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. სულ უფრო და უფრო მეტად, რეჟიმი ფიზიკურად უტევს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ვიმოქმედებთ. ქართველი ხალხი არ შეშინდება",- დაწერა ჯო უილსონმა.
I unequivocally condemn the Ivanishvili regime assault on former PM Giorgi Gakharia and Zviad Koridze. More and more, the regime is physically attacking those calling for free and fair elections. America sees it and we will take action. The Georgian people will not be intimidated
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 15, 2025
ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ, რის შედეგადაც გიორგი გახარია ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია




























