მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვგმობ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას, აშშ და მოკავშირეები მკაცრ სანქციებს დააწესებენ - ბაიდენი

62171d4f2e8e9
BM.GE
24.02.22 09:52
602
რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბარს ეხება. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები რუსეთს ამ თავდასხმის გამო მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.

“პრეზიდენტი ზელენსკი დამიკავშირდა და ჩვენ ახლახან დავასრულეთ საუბარი. მე ვგმობ რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას. მე პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო დაგმობისთვის, მათ შორის დღეს საღამოს გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ და დადგეს უკრაინელი ხალხის გვერდით.

ხვალ მე შევხვდები G7-ის ლიდერებს და შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას,”- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები