ამერიკული ტექკომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ციკოლია, თბილისში, პროევროპულ აქციაზე ნიკოლოზ ალავიძისა და მისი შვილის დაკავებას ეხმიანება. ციკოლია სოციალურ ქსელში წერს და გმობს ძალადობას, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხორციელდება.
"7 დეკემბერს, ჩემი კოლეგა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი - ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი - ვაკო ალავიძე რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავეს. კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას, რაც ბოლო დღეებში აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ხორციელდება და სასწრაფოდ ვითხოვთ ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას! #არაძალადობას", - წერს გიორგი ციკოლია.
შეგახსენებთ, პროევროპულ აქციაზე, დაახლოებით, 02:00 საათზე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს.
ბიზნესმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს პოზიცია... დუმილი თანხმობის ნიშანია - ნიკა ალავიძე