საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კომპანია "ზედაზენიც" ეხმაურება. ჯგუფი გმობს მოქალაქეებზე ძალადობას და შეახსენებს ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის ნებას უნდა ემსახუროს.
კომპანიის განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს სვლა ევროპისკენ ქართველი ხალხის ისტორიული ნებაა, რომელიც გამოხატულია ქვეყნის კონსტიტუციაში, შესაბამისად, მას უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლება.
მკაცრად ვგმობთ მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობასა და სისასტიკის გამოვლენას.
ცემა, სახლებში შევარდნა, მასობრივი დაკავებები, განსხვავებული აზრის დევნა - კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიის მშენებელი საზოგადოებისათვის.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.