მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვგმობთ ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას” - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ესტონეთი

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხელ ღამით, ბათუმში მომხდარი თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. უწყების ცნობით, სამინისტრო პოლიტიკური რეპრესიების საკითხს ევროკავშირის დონეზეც წამოწევს.

"მკაცრად ვგმობთ წუხელ ღამით ბათუმში საქართველოს ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმა ოპოზიციასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე. ესტონეთი ევროკავშირის დონეზე დამატებით ნაბიჯებს გადადგამს", - წერს უწყება X-ზე.

ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ, რის შედეგადაც გიორგი გახარია ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები