მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვგმობთ პარტია „ქართული ოცნების ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ - აშშ-ის საელჩო

აშშ / საქართველო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და "ქართული ოცნების" ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა უკეთესს იმსახურებს.

"შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ. მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს", - წერია განცხადებაში.

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმას და ამისთვის პროკურატურა ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს.

თვეზე მეტია საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები