PSP ჯგუფი გმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციების დროს განხორციელებულ ძალადობას. ამის შესახებ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ გზას.
"PSP ჯგუფი, რომელშიც დასაქმებულია 8000 ადამიანზე მეტი, სრულად წარმოადგენს სამედიცინო სფეროში მომსახურე კომპანიას.
პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციები შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა და მათი ვალდებულებაა სამედიცინო მომსახურების უწყვეტი მიწოდება მოსახლეობისთვის, რათა ჰქონდეთ წვდომა საჭირო სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე.
ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას!
გვსურს ჩვენი ქვეყანა იყოს ზედმიწევნით დემოკრატიული და შეუჩერებლად დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ გზას", - წერია განცხადებაში.