ვიდრე ასეთი გაურკვეველი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
"ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და ვიდრე ასეთი გაურკვეველი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. საფინანსო სექტორი საქართველოში ჯანსაღია, პანდემიამდე რეგულატორმა გაატარა სათანადო ზომები, რამაც სექტორს საშუალება მისცა ეკონომიკაზე მიმდინარე შოკების ნეგატიური გავლენა შეემცირებინა.
ამასთან, ეროვნული ბანკი განაგრძობს საფინანსო სექტორში აშშ, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების დაცვის მონიტორინგს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.




























