PEGAS Touristik Georgia-ს ახალი ტურისტული მიმართულებები დაემატება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ PEGAS Touristik Georgia-ს და PEGAS Touristik Azerbaijan-ის დირექტორმა, სალომე ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად რთული 2025 წლისა და რეგიონში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობისა, კომპანიის სტრატეგია უცვლელი რჩება – მომხმარებლებს შესთავაზონ ახალი შესაძლებლობები და ალტერნატივები.
„ინოვაციისა და სიახლის გარეშე შეუძლებელია განვითარება – მოსაწყენი და წარმოუდგენელია მთელი ცხოვრება ერთ სფეროში იყო და ერთი და იგივე აკეთო. სწორედ ამიტომ, როგორც შარშან დავამატეთ ტაილანდის მიმართულება, წელს ვამატებთ ვიეტნამს და პარალელურად ვმუშაობთ ტუნისზეც“, – აღნიშნა ბერაიამ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებების გახსნა შესაძლებელი გახდა გამარტივებული სავიზო პროცედურების წყალობით, რამაც ქართველი დამსვენებლებისთვის მოგზაურობა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა.
„თუ აქამდე ძირითადი არჩევანი იყო თურქეთის, ეგვიპტისა და დუბაის მიმართულებები, ახლა ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება აღმოაჩინოს ახალი, განსხვავებული და ეგზოტიკური მიმართულებები“, – დასძინა მან.
ბერაიას განმარტებით, ვიეტნამი და ტუნისი უფრო მაღალ სეგმენტზეა გათვლილი, რადგან მანძილის გამო ფრენის ხარჯები მაღალია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ადგილზე კვებისა და ექსკურსიების ღირებულება საკმაოდ დაბალია.




























