ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ უპრეცედენტო ძალადობა მომიტინგეების მიმართ დაუყოვნებლივ შეჩერდება.
"ჩემი გზავნილი იმ ხალხის მიმართ, ვინც ყოველ ღამე ქუჩაში დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქში, ის არის რომ არ დაკარგონ იმედი, მათი ხმა გაგონილია. შოკის მომგვრელია, რომ ძალადობა და ბრუტალობაა ბევრი მათგანის მიმართ, ქალების, ახალგაზრდების. ამ დილით შევხვდი ადამიანის უფლებების დამცველებს, ისინი აღწერენ საზარელ შემთხვევებს. კერძოდ იმას, რომ ხალხზე დაკავების შემდეგ ძალადობენ. ასეთი შემთხვევები გამოძიებული უნდა იქნეს, ხოლო დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ვიმედოვნებ, რომ ეს უპრეცედენტო დონის ძალადობა დაუყოვნებლივ შეჩერდება", - ამბობს ელჩი.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 300-ზე მეტი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. დაკავებისას და დაკავების შემდეგ არაერთ ადამიანს სცემეს.