„ვიმედოვნებ, საქართველო გაამყარებს თავის ევროპული არჩევანსა და დემოკრატიულ მოდელს“ - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე თქვა, მას შემდეგ რაც მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"საქართველოსა და მოლდოვაში ვნახეთ მრავალი თავდასხმა, კიბერთავდასხმა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მანიპულაცია - ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახლა არჩევა და ვიმედოვნებ, საქართველო გაამყარებს თავის ევროპული არჩევანსა და დემოკრატიულ მოდელს", - თქვა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. როგორც ცნობილია, ლიდერები ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების, უკრაინის ომის და მიგრაციის საკითხებზე იმსჯელებენ. სამიტზე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.