მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვიმედოვნებთ, კობახიძის მთავრობასთანაც ისეთივე წარმატებით ვითანამშრომლებთ, როგორც წინა პრემიერის დროს” - ჰერჩინსკი

ეუ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძით ჩანაცვლდეს, ჟურნალისტებთან აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

“რა თქმა უნდა, სამთავრობო ცვლილებებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით. ირაკლი კობახიძე ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრობის პოსტზე მხოლოდ კანდიდატადაა წარდგენილი, გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მომდევნო კვირაში მიიღებს. სწორედ ამიტომ, ველოდებით პარლამენტის ოფიციალურ წარდგენას.

ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ნებისმიერ პრემიერ-მინისტრთან და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შემდეგ მთავრობასთან, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, მინიმუმ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინა პრემიერის დროს”, - ამბობს ჰერჩინსკი.

პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 1-ელ თებერვალს, “ქართული ოცნების” ყრილობაზე დადასტურდა, ოფიციალური სამთავრობო ცვლილებების შესახებ კი ცნობები მომდევნო კვირის განმავლობაში გავრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები