მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს - ლატვიის პრემიერი

ევიკა სილინა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი, ევიკა სილინა იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ დღეს განსახილველ საკითხებს შორის საქართველოც იქნება.

"ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, რამდენად რთულია იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ მსგავს ისტორიას ვიზიარებთ",- უთხრა ჟურნალისტებს ევიკა სილინამ.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 მარტს განაცხადა, მის ხელმოწერით ევროპელ ლიდერებს გაეგზავნა წერილი, რომელშიც მოთხოვნილია, რომ საქართველოს საკითხი 20-21 მარტს დაგეგმილ სამიტზე ყურადღების მიღმა არ დარჩეს. მისი თქმით, წერილი ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციით მომზადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები